Thumbnail

გია ცეცაძე უკრაინის პრემიერლიგაში იმუშავებს - ლვოვმა მწვრთნელი უკვე გაუშვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლვოვში გია ცეცაძის დანიშვნა მალე გამოცხადდება
  • მანამდე კლუბმა მთავარი მწვრთნელი ეგიშე მელიქიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე უკრაინულ გუნდს გაწვრთნის. 

45 წლის სპეციალისტი, რომელსაც თავის დროზე ეროვნული ლიგის გუნდებში, გორის დილაში, სამტრედიასა და საბურთალოში უმუშავია და იყო კახა ცხადაძის ასისტენტი ეროვნულ ნაკრებში, ამიერიდან უკრაინის პრემიერლიგის ლვოვს ჩაიბარებს.

ქალაქ ლვოვის გუნდი ახლახან მთავარ მწვრთნელს, სომეხ ეგიშე მელიქიანს დაემშვიდობა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ამ თანამდებობას გია ცეცაძე დაიკავებს და ამის შესახებ ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

ლვოვი უკრაინაში ქვედა ექვსეულში ბოლოსწინა პოზიციაზეა და მხოლოდ ლვოვის მეორე გუნდს, კარპატის უსწრებს. პრემიერლიგიდან კი მხოლოდ ერთი გუნდი ვარდება.

გია ცეცაძემ 2016 წელს სამტრედიას ჩემპიონობა მოაპოვებინა, მანამდე, 2013 წლის ზაფხულში კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ათამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები