Thumbnail

მაიკლ დიქსონის ორი ექვსიანი ლიდერის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

  • ბაჰჩეშეჰირ კოლეჯი სტუმრად თურქ ტელეკომთან დამარცხდა - 82:87.
  • მაიკლ დიქსონმა 25 წუთში 6 ქულა ჩააგდო.

თურქეთის TBL ლიგაში მაიკლ დიქსონის ბაჰჩეშეჰირ კოლეჯი თურქ ტელეკომს ესტუმრა და 82:87 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების გამთამაშებლმა 24:37 წუთი ითამაშა და გუნდს 6 ქულით, 6 პასით და 1 მოხსნით დაეხმარა. 

ბაჰჩეშეჰირი 46 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო თურქ ტელეკომი 56 ქულით ლიგის ლიდერია. 

სეზონის დასრულებამდე 5 ტური რჩება, პირველადგილოსანი სუპერლიგაში გადადის, ხოლო მე-2 - მე-9 ადგილზე გასული გუნდები საგზურისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები