Thumbnail
  • სერბმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა
  • ევროლიგის გვერდმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ცრვენა ზვეზდას ახალ კალათბურთელად 'მონათლა'

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, სადაც ის კალათბურთის მოედანზე იმყოფება და რამდენიმე მოძრაობის შემდეგ, ბურთს კალათში აგდებს. სახალისო იყო მინაწერი, რომლითაც მან NBA-ს ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი გამოიწვია: “მე ერთი ერთზე თამაშისთვის მზად ვარ”.

პოსტით მალევე დაინტერესდა ევროლიგის ტვიტერის გვერდი. აღნიშნული ვიდეო იქაც იქნა გაზიარებული და ნოლეს ხუმრობით ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” ახალი შენაძენი უწოდეს.

მოგვიანებით, ლებრონის პასუხიც გაჩნდა: "ვფიქრობ, შენ ერთი  ერთზე თამაშისთვის მართლაც მზად ხარ. ბურთს კარგად ატარებ და სროლაც კარგი გაქვს, მეგობარო".

კომენტარები

ბოლო ამბები