- ანდორა 88:104 გრან კანარია
- ბექა ბურჯანაძის 7 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი
- შენგელიას MVP და შერმადინის ორმაგი - ბასკონიამ მეორე მატჩი მოიგო
- საქართველოს ნაკრების კალათბურთელი რეალთან მატჩში საუკეთესო იყო
დიდი პაუზის შემდეგ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი განახლდა. ქართველი კალათბურთელის, ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ მე-2 მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება იზეიმა. გრან კანარიამ ბურჯანაძის ყოფილ გუნდს ანდორას 16 ქულით, 104:88 მოუგო.
ბურჯანაძემ 16:36 წუთი ითამაშა, რა დროშიც 7 ქულას მოუყარა თავი. ბექამ 1-დან 1-ორქულიანი ჩააგდო და 6-დან 5 საჯარიმო სროლა გამოიყენა.
მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატი ორ ჯგუფად დაიყო და ყველა თამაში ვალენსიაში იმართება მაყურებლის გარეშე. ბურჯანაძის გრან კანარია B ჯგუფში თამაშობს და მომდევნო ტურში სან პაბლო ბურგოსს ეთამაშება, რომელმაც მეორე ტურში მადრიდის რეალს მოუგო.
კომენტარები