Thumbnail

ბარსელონამ ნეიმარს სასამართლო მოუგო - იქით უჩიოდა და თავად დააჯარიმეს

  • ბრაზილიელი ფორვარდს კატალონიური გრანდისთვის 7.6 მილიონის გადახდა დაეკისრა
  • ნეიმარი ყოფილ კლუბს კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებდა

ესპანურმა ბარსელონამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნეიმართან სასამართლოს მოგების შესახებ გამოაცხადა, რომელიც ამჟამად ფრანგული პსჟ-ს ღირსებას იცავს.

საინტერესოა, რომ 28 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კატალონიურ გრანდს თავად უჩივლა და მისთვის 43.6 მილიონი ევროს გადახდას ითხოვდა იმისთვის, რომ 2016 წელს ბარსასთან კონტრაქტი გააგრძელა. ნეიმარის აზრით, ეს თანხა მას ბონუსის სახით ეკუთვნოდა, ესპანური კლუბი კი იმ ფაქტს იშველიებდა, რომ ამ ამბიდან 1 წლის თავზე, ბრაზილიელმა ვარსკვლავმა პსჟ-ს მიაშურა.

სასამართლომ ნეიმარის საჩივარი უსაფუძვლოდ სცნო და კონტრაქტის დეტალების დარღვევის გამო, ფულადი ჯარიმა (6.7 მილიონი ევრო) თავად ნეიმარს დააკისრა. ეს გადაწყვეტილება უდავოდ გაახარებდა კატალონიური კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბარტომეუს, რომელიც საკითხს პირადად აკონტროლებდა, თუმცა, სახელოვან თავდამსხმელს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც აქვს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ბარსელონას ღირსებას 2013-17 წლებში იცავდა და ესპანეთის ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო, ქვეყნის თასზე 3-ჯერ იმარჯვა, ერთხელაც კი სუპერთასი დაისაკუთრა. საერთაშორისო ასპარეზზე მისი მონაგარი 2 ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფა-ს საკლუბო ჩემპიონატია. ბრაზილიელი თავდამსხმელი პსჟ-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რაც რეკორდული ტრანსფერია.

კომენტარები

ბოლო ამბები