Thumbnail
  • კვირას მერსისაიდული დერბია
  • რიშარლისონმა მეტოქეს უკვე შეუტია

კვირას, 21 ივნისს, ლივერპული კორონავირუსის პანემიის გამო გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველ შეხვედრას გამართავს. ლივერპულს ორი მოგება სჭირდება, რათა 30-წლიანი პაუზის შემდეგ,  ინგლისის ჩემპიონატი მოიგოს.

იძულებითი პაუზის შემდეგ, ლივერპული ევერტონს დაუპირისპირდება. მერსისაიდული დერბი უმაყურებლოდ გაიმართება, თუმცა გულშემატკივრები მაინც დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრას ელიან.

ევერტონის ფეხბურთელმა რიშარლისონმა უკე დაიწყო სიტყვიერი ომი ლივერპულთან. ბრაზილიელის აზრით ვირჯილ ვან დაიკი საუკეთესო მცველი არაა. 23 წლის ფეხბურთელი სამ მცველს ასახელებს, რომლებიც მისი აზრით, ნიდერლანდელზე უკეთესები არიან.

"ხალხი მასზე (ვან დაიკზე) ბევრს საუბრობს. დიახ, ის შესანიშნავი მცველია, თუმცა მე მას უკვე რამდენჯერმე გავცდი. ის დასახელებული იყო მსოფლიოს სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის, რადგან მას კარგი სეზონი ჰქონდა, თუმცა ჩემთვის მასზე უკეთესი მცველებიც არსებობენ და ესენი არიან: სერხიო რამოსი, ტიაგო სილვა და მარკინიოსი", - განაცხადა რიშარლისონმა.  

კომენტარები

ბოლო ამბები