Thumbnail
  • რეალი 91:73 გრან კანარია
  • ბექა ბურჯანაძის 6 ქულა 'სამეფო გუნდთან'

17 ივნისს დიდი პაუზის შემდეგ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი განახლდა. ქართველი კალათბურთელის, ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ 18 ივნისს მადრიდის რეალთან ითამაშა და 18 ქულით წააგო, 73:91.

ბურჯანაძემ 13:56 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულას მოუყარა თავი. ბექამ 3-დან 2-ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატი ორ ჯგუფად დაიყო და ყველა თამაში ვალენსიაში იმართება მაყურებლის გარეშე. ბურჯანაძის გრან კანარია B ჯგუფში თამაშობს და მომდევნო ტურში ანდორას ეთამაშება, რომელიც ბექას ყოფილი კლუბია.

კომენტარები

ბოლო ამბები