Thumbnail
  • 📅 20 ივნისი | ⌚ 00:00 | ⚽ სევილია V ბარსელონა
  • ბოლო მატჩებში ბარსამ სევილიამ ძალიან დაიბრიყვა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ლა ლიგის სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე მე-3 ადგილზე მყოფი სევილია ლიდერ ბარსელონას 13 ქულით ჩამორჩება და ბუნებრივია, მისი რეალური მდევარი არ არის, თუმცა "სანჩეს პისხუანზე" 30-ე ტურის მთავარი მატჩი გველის...

კიკე სეტიენის გუნდს აკლია უსმან დემბელე, მაგრამ ფრანგის უთამაშებლობას უკვე ყველა შეეგუა და ბარსელონაც შესანიშნავად გადის ფონს ახალგაზრდა შემტევის გარეშე. აი, ფრენკი დე იონგის გამოკლება კი მნიშვნელოვანი დანაკლისია ბარსასთვის.

სერხი რობერტო ლეგანესთან მატჩში დაშავდა და ვერც ის იქნება "პისხუანზე".  არ ითამაშებს სამუელ უმტიტი, ისიც "ტრავმების მოყვარული" ფეხბურთელია, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე დისკვალიფიკაციასთან გვაქვს. ჟერარდ პიკეს თამაში კი საეჭვოა. ხულიენ ლოპეტეგის გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემა არა აქვს. 

საყოველთაო აღიარებით, ახლა სევილიაში საუკეთესო ფორმაში არგენტინელი ლუკას ოკამპოსია, რომელმაც 11 გოლი გაიატანა ამ სეზონში. მართალია, მესის 21 გოლამდე მას ბევრი უკლია, მაგრამ საინტერესო სანახავი იქნება არგენტინელ შემტევთა დუელი. 

კიკე სეტიენი
 

კიკე სეტიენი (ბარსელონას მწვრთნელი): "ჩვენ ვეთამაშებით მესამეადგილოსანს, მისსავე მოედანზე - რა თქმა უნდა, თამაში რთული იქნება ჩვენთვის. ის, რომ მაყურებელი არ იქნება, ჩვენი პლუსია, რადგან სევილიას განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს საკუთარ სტადიონზე.

ძალიან მაგრად უნდა ვითამაშოთ, თუ კატალონიაში სამი ქულით დაბრუნება გვსურს. გამარჯვება ძალიან გამოგვადგება განწყობისთვის, თუმცა არც ეს სამი ქულა იქნება გადამწყვეტი.

ლა ლიგის დასრულებამდე კიდევ ბევრი ტურია და ძნელია ყველა თამაშის მოგება. ძნელი, მაგრამ არა შეუძლებელი". 

საინტერესო ფაქტები

⚽ სევილია ლიონელ მესის საყვარელი მეტოქეა - 38-ჯერ ეთამაშა და 37 გოლი გაუტანა. მის ანგარიშზეა 16 საგოლე პასიც. 

⚽ ამ გუნდების ბოლო სამ დაპირისპირებაში (ყველა შეჯიბრი) ბარსელონას სულ მცირე 4 (!) გოლი გაჰქონდა. 

⚽ სევილიასა და ბარსელონას ბოლო 12 დაპირისპირებიდან 11-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

⚽ ლა ლიგის ბოლო 8 ტურიდან ბარსამ 7-ში გაიამრჯვა.

⚽ ამ გუნდების ბოლო 7 დაპირისპირებიდან (ყველა შეჯიბრება) 6 ბარსელონამ მოიგო.

⚽ სევილიამ ბოლოს 2019 წლის იანვარში მოუგო ბარსას, კოპა დელ რეიზე - 2:0.

სავარაუდო შემადგენლობები

სევილია (4-3-3): ვაცლიკი - ხესუს ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, ესკუდერო - ჟორდანი, გუდელი, ბანეგა - ოკამპოსი, ლ. დე იონგი, ელ ჰადადი 
ტრავმა: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტურო ვიდალი - მესი, სუარესი, გრიზმანი 
ტრავმა: სერხი რობერტო, ფ. დე იონგი, დემბელე, პიკე (?)
დისკვალიფიკაცია: უმტიტი

კომენტარები

ბოლო ამბები