Thumbnail

PREVIEW | კიდევ ერთი ნაბიჯი თასისკენ? ლივერპული მერსისაიდული დერბით ბრუნდება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

ლივერპული სეზონს მერსისაიდული დერბით განაახლებს, სადაც გუდისონზე ევერტონს დაუპირისპირდება. ჩემპიონობისკენ სვლას კლოპი ანჩელოტისთან დერბიში მოგებით შეეცდება, თუმცა მანამდე გერმანელმა ფანებს მიმართა.

"ფეხბურთი დაბრუნდა!" - ამბობს გერმანელი მიმართვაში. "თუმცა რაღაც მიზეზების გამო, დავბრუნდით სახეცვლილი, მაგრამ თქვენ შეგიძლია ის ისეთივე საოცარ მოვლენად აქციოთ, როგორიც პანდემიამდე იყო."

"ბოლო თვეების მანძილზე მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა, რომ ფეხბურთი არც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც აქამდე გვეგონა, როგორც გვეგონა მაგალითად ატლეტიკოსთან მატჩამდე. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით პასუხისმგებლიანები და მგონი ვიყავით ასეთები ამ დროის მანძილზე."

"ამხანაგური მატჩის წინ, ენფილდზე You'll Never Walk Alone-მა გაიჟღერა, კარგი სიმღერაა მაინც, მაგრამ თქვენს გარეშე იმის 5%-ი ემოციაც კი არ იგრძნობა, რაც ჩვეულებრივ, ჩვენი ფანების შესრულებისას. თუმცა ეს მაინც თქვენი თამაშია და მაინც თქვენთვის ვთამაშობთ", - მიმართა ფანებს გერმანელმა.

ლივერპულელების შემდეგი მატჩების განრიგი ასეთია - 5 ივლისი V ასტონ ვილა, 8 ივლისს გასვლა ბრაიტონში, 11 ივლისს V ბარნლი.

"ვერავინ ვერ შეგვაჩერებს, როდესაც მიზნისკენ მივდივართ. ყველას ძალიან გვიხარია დაბრუნება და ერთი სული გვაქვს მომავალი კვირების მანძილზე რაც შეიძლება მეტი ქულა ავიღოთ".

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპულს პრემიერლიგაში ბოლო 20 მატჩიდან, 19 მოგებული აქვს.

⚽ ლივერპულს ევერტონთან ჩატარებულ ბოლო 21 შეხვედრაში, არცერთი არ წაუგია.

⚽ ამ გუნდების, გუდისონზე გამართული ბოლო 7 დაპირისპირებიდან, 6 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

⚽ წითლებს, ევერტონთან გასვლაზე ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში, გოლი არ აქვთ გაშვებული.

⚽ კარლო ანჩელოტის გუნდის ბოლო 6 მატჩიდან, ხუთში საშუალოდ 2.5 გატნილი გოლი დაფიქსირდა.

⚽ 2.5 გატანილი გოლი დაფიქსირდა ასევე ლივერპულის ბოლო 3 შეხვედრაში.

⚽ ევერტონს სახლში ბოლო 7 მატჩი არ წაუგია.

სავარაუდო შემადგენლობები

ევერტონი (4-4-2): პიკფორდი - დინი, ჰოლგეიტი, კინი, კოულმენი - სიგურდსონი, დევისი, გომესი, ივობი - კალვერტ-ლუინი, რიჩარლისონი.

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდრ-არნოლდი, ვან დაიკი, გომესი, რობერტსონი - ფაბინიო, ჰენდერსონი, ვაინალდუმი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ფირმინო, მანე.

მატჩს გამოტოვებენ

ევერტონი: ჟან-ფილიპ გბამენი, თეო უოლკოტი, ჩენქ თოსუნი

ლივერპული: ნათანიელ კლაინი, შერდან შაჩირი

კომენტარები

ბოლო ამბები