Thumbnail

ფინალი პელეს გარეშე - ამ დღეს, 1962 წელს ბრაზილიამ მუნდიალი მეორედ მოიგო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბრაზილია 3:1 ჩეხოსლოვაკია | 1962 წლის მუნდიალის ფინალი
  • აიმორე მორეირას ბრაზილიის ნაკრებმა, ფინალი პელეს გარეშე მოიგო

1962 წლის 17 ივნისს, ბრაზილიის ნაკრებმა სანტიაგოში ჩეხოსლოვაკია 3:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. მორეირას ნაკრებმა ფინალამდე ალფ რამსის ინგლისი და მასპინძელი ჩილე დაამარცხა, ჩეხოსლოვაკებმა კი უნგრეთს და იუგოსლავიას მოუგეს.

ფინალის მთავარი იმედგაცრუება, ჩეხოსლოვაკთა მეკარე - უილიამ შროიფი აღმოჩნდა, რომელმაც მანამდე მთელი ტურნირი საოცრად ითამაშა, თუმცა ფინალში 2 ფატალური შეცდომა დაუშვა, რასაც ამარილდოს და ვავას გოლები მოჰყვა.

1962 წლის მუნდიალის ფინალი პელემ ტრავმის გამო გამოტოვა, ისევე, როგორც თითქმის მთელი ტურნირი. პელე სასტარტოში ამარილდომ შეცვალა, ხოლო გუნდის ლიდერის ფუნქციები, თავის თავზე გარინჩამ აიღო, რაც ბოტაფოგოს ლეგენდას საკმაოდ კარგად გამოუვიდა

კომენტარები

ბოლო ამბები