Thumbnail

იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალში ნაპოლიმ მილანის ინტერს უმასპინძლა...

პირველი მატჩი ნაპოლიმ მოიგო, ასე რომ, ანტონიო კონტეს გუნდს მხოლოდ მოგება აწყობდა ხელს. მეორე წუთზე კრისტიან ერიკსენმა პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია და სტუმრები დააწინაურა, მაგრამ ტაიმის მიწურულს დრის მერტენსმა ინსინიეს პასით გაათანაბრა - 1:1.

⚽ დრის მერტენსი 122 გოლით ნაპოლის ყველა დროის ბომბარდირია. მან ჰამშიკს გადაასწრო.

მეორე ტაიმში აღარაფერი შეცვლილა, ფინალში ორი მატჩის ჯამში 2:1 ჯენარო გატუზოს გუნდი გავიდა. 

იტალიის თასის ფინალი რომის "ოლიმპიკოზე" გაიმართება, რომელშიც ტურინის იუვენტუსი ნაპოლის დაუპირისპირდება. ეს გუნდები ერთმანეთს ფინალში ბოლოს 2012 წელს შეხვდნენ. მაშინ "ბებერი ქალბატონი" სეზონში პირველად დაამარცხეს. 

ნაპოლი 1:1 ინტერი

გოლები: 0:1 ერიკსენი 2', 1:1 მერტენსი 41'

ნაპოლი (4-3-3): ოსპინა - დი ლორენცო, მაკსმიმოვიჩი, კულიბალი, ჰიუსაი - ელმასი (65. რუისი), დემე, ზიელინსკი (84. ალანი) - პოლიტანო (65. კალეხონი), მერტენსი (74. მილიკი), ინსინიე (85 იუნესი)

ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - შკრინიარი, დე ვრეი (88. რანოკია), ბასტონი - კანდრევა (73, მოზესი), ბარელა, ბროზოვიჩი, იანგი (73, ბირაგი) - ერიკსენი (88. სენსი) - ლაუტარო მარტინესი (72. ალექსის სანჩესი), ლუკაკუ 

კომენტარები

ბოლო ამბები