Thumbnail

ბუნდესლიგა | ლაიპციგი ჩემპიონთა ლიგას მიუახლოვდა [მიმოხილვა]

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბუნდესლიგის 31-ე ტური პარასკევს დაიწყო
  • ლაიპციგმა სტუმრად ჰოფენჰაიმი დაამარცხა
  • ტურის ცენტრალურ მატჩში, შაბათს, ბაიერნი გლადბახს შეხვდება

ბუნდესლიგის 31-ე ტური პარასკევს, ლაიპციგის გამარჯვებით დაიწყო, რომელმაც სტუმრად ჰოფენჰაიმი დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. 

ჰოფენჰაიმი 0:2 ლაიპციგი

გოლები: 0:1 დანი ოლმო (9), 0:2 დანი ოლმო (11)

გერმანიის ჩემპიონატის ტურის მთავარი მატჩი შაბათს გაიმართება, რომელშიც მიუნხენის ბაიერნი მიონხენგლადბახის ბორუსიას უმასპინძლებს. თუკი გერმანიაში რომელიმე კლუბმა იცის, როგორ უნდა დაამარცხოს მიუნხენის ბაიერნი, პირველ რიგში ეს მიონხენგლადბახის ბორუსიაზე უნდა ვთქვათ. დიახ, არც დორტმუნდის ბორუსია, არც ლევერკუზენი ან ლაიპციგი - უახლოეს წარსულში ბავარიულ გრანდთან თამაშებში საუკეთესო შედეგები სწორედ გლადბახს აქვს. უფრო მეტიც: 2013 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ბუნდესლიგას ყოველთვის ბაიერნი იგებს, მათ შორის ბალანსი თითქმის თანაბარიც კია! მატჩის პრევიუ დეტალურად.

 

კომენტარები

ბოლო ამბები