Thumbnail
  • 📅 13 ივნისი | ⌚ 23:00 | ⚽ ნაპოლი V ინტერი
  • სამთვიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთი ნეაპოლშიც ბრუნდება
  • მილანში მოგების შემდეგ, ნაპოლი კარის დაცვაზე იზრუნებს
  • სტუმრებმა 90 წუთში სულ ცოტა ერთი გოლი უნდა გაიტანონ
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

13 ივნისს იტალიის თასის გათამაშების მეორე ფინალისტის ვინაობა უნდა გაირკვეს. სტუმრად მილანში მოპოვებული გამარჯვებისა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნაპოლი საკუთარ მოედანზე ინტერს მიიღებს. 

კორონავირუსით გამოწვეულ პაუზამდე, "სან სიროზე" გამართულ პირველ ½-ფინალურ დაპირისპირებაში, ნეაპოლელებმა ფაბიან რუისის გოლით გამარჯვება იზეიმეს და ამით ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. თუმცა დღეს პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია - გაურკვეველია, როგორ ფორმაში არიან გუნდები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა სამი თვეარ ჰქონიათ. ერთია საწვრთნელი პროცესი და სულ სხვა - ოფიციალური მატჩები. ამის გათვალისწინებით, "სან პაოლოზე" ნებისმიერ შედეგს უნდა ველოდოთ.

ნაპოლიმ იტალიის თასის მოგება ბოლოს 2014 წელს მოახერხა

ჯენარო გატუზომ ნაპოლიში პაუზამდე თავი წარმოაჩინა, როგორც პრაგმატიკოსმა მწვრთნელმა. მისი გუნდი დაცვიდან თამაშობს, რის ხარჯზეც რამდენიმე სახასიათო მოგება უკვე იზეიმა, ჩემპიონთა ლიგაში ბარსელონასთან კი ღირსეულად იბრძოლა (1:1).

ახლა ნეაპოლელებს მილანში უპირატესობის შენარჩუნება და კარის მშრალად შენახვა სჭირდებათ, მაგრამ თუ ინტერი 90 წუთში გატანას მაინც მოახერხებს, დამატებითი ტაიმები აღარ იქნება - გუნდები პირდაპირ 11-მეტრიანებს დაარტყამენ.

კრისტიან ერიკსენი ნაპოლისთან მატჩში სასტარტოში მოიაზრება

ამბობდნენ, რომ ინტერის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომელიც სკუდეტოს მოგების შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს, ნაპოლისთან მატჩის გამართვის თარიღით იმდენად უკმაყოფილო დარჩა, რომ პროტესტის ნიშნად ნეაპოლში ახალგაზრდული გუნდის გამოყვანას აპირებს. ეს ნაკლებად სავარაუდოა. ინტერს უკვე 9 წელიწადია არაფერი მოუგია და კონტემ ეს შანსიც უნდა გამოიყენოს. შინ 0:1 უსიამოვნოა, მაგრამ დაპირისპირების ბედის შემობრუნება მილანელებს ნამდვილად შეუძლიათ, მით უმეტეს, რომ ნაპოლის "საკუთარი კედლების" მხარდაჭერა არ ექნება.

საინტერესო ფაქტები

⚽ ნაპოლიმ იტალიის თასის მიმდინარე გათამაშებაში სამივე მატჩი ისე მოიგო, გოლი არ გაუშვია. 

⚽ ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე ჩატარებული ბოლო 8 სათასო მატჩიდან 7-ში გამარჯვება იზეიმა.

⚽ იტალიის თასზე ნაპოლის ბოლო 5 მატჩში საშუალოდ 2.5-ზე ნაკლები გოლი გადიოდა. 

⚽ ნაპოლი მილანის ინტერთან ჩემპიონატსა და თასზე გამართულ ბოლო 7 მატჩიდან 6-ში 1 გოლზე მეტს არ იტანდა. 

⚽ სერია A-სა და თასზე ნაპოლისა და ინტერის ბოლო 10 დაპირისპირებიდან 7-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი გადიოდა.

⚽ იტალიის თასზე ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში ინტერმა ძირითად დროში მხოლოდ ერთი წააგო (3 მოგება, 3 ფრე).

⚽ ნერაძური თასზე სტუმრად არცთუ კარგად თამაშობს - გუნდმა 7 გასვლით მატჩიდან 6 წააგო (5 ძირითად დროში, 1 დამატებითში).

⚽ სერია A-სა და თასზე ამ გუნდების ბოლო 10 მატჩიდან 8-ში მინიმუმ ერთი გუნდი გოლს ვერ იტანდა.

⚽ სერია A-სა და თასზე ნაპოლისა და ინტერის ბოლო 8 მატჩიდან 7-ში კუთხურების რაოდენობით მილანელები იგებდნენ. 

⚽ იტალიის თასის მიმდინარე გათამაშებაში ნაპოლის საუკეთესო ბომბარდირი ლორენცო ინსინიეა - 3 გოლი 2 მატჩში. 

⚽ ინტერის შემადგენლობაში გამოსარჩევი რომელუ ლუკაკუა, რომელმაც სერია A-ს 17 მატჩში 25 გოლი გაიტანა.

იტალიის თასის გამარჯვებული 17 ივნისს, რომის ოლიმპიურ სტადიონზე გამოვლინდება

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-3-3): ოსპინა - დი ლორენცო, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, რუი - რუისი, დემე, ზელინსკი - პოლიტანო, მერტენსი, ინსინიე.
ტრავმა: მანოლასი, ალკუიტი, ლოსანო.

ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი - კანდრევა, ბარელა, ბროზოვიჩი, იანგი - ერიკსენი - მერტენსი, ლუკაკუ.
ტრავმა: გოდინი, ვესინო.

კომენტარები

ბოლო ამბები