Thumbnail
  • 17 ივნისს ვალენსიაში ACB Liga Endesa განახლდება
  • თორნიკე შენგელიას კომენტარი ვალენსიაში გამგზავრების წინ

17-30 ივნისს ესპანური ACB Liga Endesa სეზონს განსხვავებული ფორმატით დაასრულებს. კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილ ტურნირს 12 გუნდი განაახლებს...

მათ შორის იქნება თორნიკე შენგელიას ბასკონიაც, რომელიც ვალენსიაში ხუთშაბათს გაემგზავრება. ლიგამ სეზონის განახლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა.

თორნიკე შენგელია (ბასკონია): "ეს 14 ამაღელვებელი დღე იქნება. ბასკონია შეეცდება გულშემატკივარი კარგი თამაშით ასიამოვნოს".

vavel.com: "თორნიკე შენგელია გუნდის ნამდვილი ლიდერია. ის ცდილობს გუნდში გამოცდილება და ახალგაზრდული სული გააერთიანოს. თოკოს სენსაციური სეზონი ჰქონდა, სანამ ჩემპიონატი შეწყდებოდა, ასე რომ, შენგელიას თამაში ბასკური გუნდისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ბასკონიას კაპიტანი დუშკო ივანოვიჩის გუნდის მთავარი ნაწილია, თუმცა მონტენეგროელ მწვრთნელს ორი თვის უთამაშებელი ქართველის იმედი აქვს. 

ისიც აღსანიშნავია, ჯერ ცნობილი არ არის დარჩება თუ არა შენგელია მომდევნო სეზონშიც გუნდში, მას მიწვევები აქვს".

17 ივნისიდან ესპანეთის 12 კლუბი ვალენსიაში შეიკრიბება და პლეი ოფის წინ ჯგუფურ ეტაპს გამართავს. შენგელიას ბასკონია A ჯგუფშია და ტურნირს ბასკური დერბით იწყებს ბილბაო ბასკეტის წინააღმდეგ. ჯგუფში ბასკონიას მეტოქეები არიან გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე, ბარსელონა, უნიკახა და ბადალონა. ოთხთა ფინალში ჯგუფიდან 2 გუნდი გადის.

ბექა ბურჯანაძის გრან კანარია B ჯგუფშია რეალთან, სარაგოსასთან, ანდორასთან, ვალენსიასთან და ბურგოსთან ერთად. 

კომენტარები

ბოლო ამბები