Thumbnail
  • ქართველმა ფეხბურთელმა კრაკოვში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
  • მისი ლეგია უახლოეს მდევარ პიასტს კვლავაც 9 ქულით უსწრებს

ვაკო გვილიას ლეგიამ პოლონური ეკსტრაკლასას 28-ე ტურში კრაკოვში ქვეყნის 14-გზის ჩემპიონ ვისლას 3:1 მოუგო, ქართველმა ლეგიონერმა კი შეუცვლელად ითამაშა და 1 გოლის ავტორი გახდა.

საინტერესოა, რომ ვარშაველებმა პირველი ტაიმი წააგეს, შესვენების შემდეგ კი, უკეთ ათამაშდნენ და 3 ქულის აღება მოახერხეს. დუბლი ტომა პეხარტმა შეასრულა, 76-ე წუთზე კი, ვაკომ მონტენეგროელი ვესოვიჩის პასი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლეგიამ 57 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე მყოფ გლივიცეს პიასტთან 9-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა, ამდენად, კვლავაც ოქროს მედლების უმთავრეს კანდიდატად რჩება.

ვთქვათ ისიც, რომ 26 წლის ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ეკსტრაკლასაში ყველა მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, ჩემპიონატსა და პოლონეთის თასზე ერთად აღებული კი, მის ანგარიშზე უკვე 8 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები