Thumbnail
  • უკრაინულმა გამოცემამ საქართველოს ნაკრების მცველი სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა
  • კახა კალაძეს საკლუბო კარიერა წარმატებული ჰქონდა, სანაკრებო კი - არა 

უკრაინულმა Football.ua-მ სიმბოლური ნაკრები შეადგინა იმ ფეხბურთელთაგან, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშიათ, არადა, მათი სახელები ფეხბურთის ქომაგთათვის კარგადაა ნაცნობი. 23-კაციან შემადგენლობაში მსოფლიო ფეხბურთის არაერთ ვარსკვლავს შეხვდებით, რომელთაგან მხოლოდ ჯორჯ ბესტის, რაიან გიგზის და ალფრედო დი სტეფანოს ხსენებაც კი საკმარისია. სასიხარულოა, რომ ასეთ კომპანიაში საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძეც მოხვდა. მას საკლუბო დონეზე ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა, თუმცა, ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიოს პირველობაზე ხომ არ ყოფილა და ევროპის ჩემპიონატზეც არ უთამაშია. უკრაინული გამოცემა ქართველ მცველს ასე ახასიათებს.

კახა კალაძე

კალაძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 83 მატჩი აქვს ჩატარებული (მეტი მხოლოდ მილანის შემადგენლობაში), რაც “ჯვაროსნების” ისტორიაში მე-4 მაჩვენებელია. “როსონერის” რიგებში კახას ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ აქვს მოგებული, სერია A – ერთხელ და სხვა ჯილდოებიც მოეპოვება. კიევის დინამოში კალაძემ უკრაინის ჩემპიონატის ოქროს მედლები 3-ჯერ დაისაკუთრა და ქვეყნის თასზეც ამდენჯერვე იმარჯვა, ხოლო თბილისის „დინამოსთან“ ერთად 4-4-ჯერ მოიგო ეროვნული ჩემპიონატი და საქართველოს თასი. ამას გარდა, კალაძე ქვეყნის წლის საუკეთესო ფეხბურთის ტიტულს 4-ჯერ ფლობდა.

Football.ua-ს სიმბოლური ნაკრები

მეკარეები: ნევილ საუთჰოლი (უელსი), ალენ გუამენე (კოტ დ’ივუარი), იუსი იასკელაინენი (ფინეთი).

მცველები: ავი კოენი (ისრაელი), როჯერ მენდი (სენეგალი), სემი ჰიიპია (ფინეთი), ჰასან სალიჰამიჯიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა), კახა კალაძე (საქართველო), იონ არნე რიისე (ნორვეგია).

ნახევარმცველები: ჯორჯ ბესტი (ჩრდილოეთ ირლანდია), აბედი პელე (განა), იარი ლიტმანენი (ფინეთი), რაიან გიგზი (უელსი), პატრიკ ბერგერ (ჩეხეთი), ვლადიმირ შმიცერი (ჩეხეთი), ხუან არანგო (ვენესუელა), სეიდუ კეიტა (მალი), ალექსანდერ გლები (ბელარუსი).

თავდამსხმელები: ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი), იან რაში (უელსი), ჟორჟ ვეა (ლიბერია), ეიდურ გუდიონსენი (ისლანდია), დიმიტარ ბერბატოვი (ბულგარეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები