Thumbnail

ზურა ჟვანია დენ კარტერის წინააღმდეგ - ზელანდიელმა შეჯახებას ვერ გაუძლო

  • რასინგი 28:22 სტად ფრანსე.
  • დენ კარტერი V ზურა ჟვანია.
  • კარტერმა თამაში ვერ გააგრძელა, ჟვანიამ ყვითელია ბარათი მიიღო.

ტოპ 14-ის მორიგ ტურში ზურა ჟვანიას სტად ფრანსემ ვასილ კაკოვინის რასინგთან 28:22 წააგო. ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო. ზურა ჟვანია მოედნიდან მე-12 წუთზე გაასინბინეს, ახალზელანდიელ დენ კარტერთან უხეში თამაშის გამო. კარტერმა თამაში ბოლომდე ვერ დაასრულა. ის 45-ე წუთზე შეცვალეს.

ჟვანიას ნაცვლად 49-ე წუთზე მინდორზე ემანუელ ფელსინა გამოჩნდა. რაც შეეხება კაკოვინს, მან 45 წუთი ითამაშა და საკუთარი ადგილი მოედანზე ვილიამ აფატიას დაუთმო.

კომენტარები

ბოლო ამბები