Thumbnail

უკრაინის ჩემპიონატის განახლებისთვის და 30 მაისს დავით ხოჭოლავას შახტართან თამაშისთვის ბოლო ამხანაგური მატჩი დინამო კიევმაც გამართა, რომელმაც დონეცკის ოლიმპიკი 2:0 დაამარცხა...

გიორგი წიტაიშვილს მხოლოდ 4 წუთი დასჭირდა დუბლის შესასრულებლად, განსაკუთრებით ეფექტური ახალგაზრდა შემტევის მეორე გოლი იყო, როცა მან მეკარეც მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გაიტანა. ოლიმპიკის შემადგენლობაში სასტარტოში იყო თემურ ჩოგაძე.

გიორგი წიტაიშვილი (დინამო კიევი): "ვერ ვიტყვი, რომ შახტართან თამაშისთვის 100%-ით მზად ვართ, მაგრამ ჯერ დრო გვრჩება. კარგად მოვემზადეთ, ასე რომ, პრობლემები არ უნდა იყოს.

რაც შემიძლია, ის ვაჩვენე. ადრე თუ არ გამომდიოდა, დღეს, ეტყობა, ჩემი დღე იყო. ავადმყოფობის გამო 6 დღე გამიცდა, მხოლოდ გუშინ დავუბრუნდი ვარჯიშს".

შეგახსენებთ, რომ 19 წლის გიორგი წიტაიშვილი 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია უკრაინის ნაკრებში. ის აცხადებს, რომ თავს ქართველად მიიჩნევს, მაგრამ უკრაინის ეროვნულ ნაკრებში თამაში ურჩევნია. 

კომენტარები

ბოლო ამბები