- ლუიჯი სიმონი 81 წლის გახლდათ, მან 2019 წელს ინსულტი გადაიტანა
- იტალიელმა მწვრთნელმა მილანელებს უეფას თასი მოაგებინა
მილანის ინტერის ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი ლუიჯი (ჯიჯი) სიმონი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
“მსოფლიო ფეხბურთმა დიდი მწვრთნელი და ჩინებული ადამიანი დაკარგა. ფეხბურთელობის პერიოდში მან ნაპოლისთან ერთად იტალიის თასი, ჯენოაში კი სერია B მოიგო. უკვე მწვრთნელის რანგში ჯიჯიმ ინტერთან ერთად უეფას თასი დაისაკუთრა. 1998 წელს სიმონი იტალიის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, რაც მისი დამსახურებების შესაბამისი დაფასება გახლდათ. მშვიდობით, ჯიჯი, ჩვენ ყოველთვის მოგვენატრები”, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ინტერისა და ჯენოას გარდა, სიმონის კრემონეზეში, ნაპოლიში, სიენაში, ტორინოში და სხვა უფრო ნაკლებად ცნობილ იტალიურ კლუბებში უმუშავია, ასევე წვრთნიდა ბულგარულ ცსკა-ს. 2019 წელს ლუიჯიმ ინსულტი გადაიტანა და მას შემდეგ ჯანმრთელობას უჩიოდა.
კომენტარები