- 12 კითხვა დასამახსოვრებელ შეცვლებზე
- ზოგადად, შეცვლის ფენომენი, რაც სამწვრთნელო საქმის მნიშვნელოვანი ნაწილია
ტედი შერინგემმა 1998-99 წლების სეზონი ჩააგდო - ინგლისელმა ძირითადში ადგილი დაკარგა, ამას ტრავმიანობაც დაემატა და 1999 წლის იანვარში ლონდონელმა კლუბიდან წასვლაზე ფიქრი დაიწყო. სწორედ ამ დროს, მასთან სერ ალექს ფერგიუსონი მივიდა და უთხრა, რომ შერინგემი მას სეზონის ბოლოს დასჭირდებოდა.
"სეზონის ბოლოს დამჭირდები ტედი და იცოდე, რომ გრძელი სეზონი გვექნება" - იხსენებს შერინგემი ფერგიუსონთან საუბარს. მართლაც ასე მოხდა: იუნაიტედმა ტრებლი მოიგო და შერინგემმა ჯერ ასოციაციის თასის ფინალში გაიტანა, შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ბაიერნთან მატჩის გადარჩენა შეძლო და გაათანაბრა.
აი, ბაიერნთან მან მატჩის გადარჩენა კი შეძლო, მაგრამ მის მსგავსად, მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩართულმა ოლე გუნარ სულშერმა საერთოდ სასწაული მოახერხა და გამარჯვების გოლი გაიტანა. მწვრთნელმა 'შეცვლა გამოიცნოო' როდესაც ამბობენ, ამას ამ ამბავზე უკეთ ვერაფერი ასახავს. ახლა მოდით, ამ ქვიზით ფეხბურთის შეცვლებთან დაკავშირებული ამბები გავიხსენოთ.




























































კომენტარები