Thumbnail

ოქროს გოლი: არჩი გემილი ნიდერლანდების წინააღმდეგ [1978]

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • შოტლანდია 3:2 ნიდერლანდები
  • არჩი გემილის საკულტო გოლი ნიდერლანდების კარში

1978 წლის არგენტინის მუნდიალზე, შოტლანდია მეოთხე ჯგუფის მატჩში წინა ტურნირის ფინალისტს (შემდეგ უკვე ამ ტურნირისაც), რობ რენსებნრიკის - ნიდერლანდებს დაუპირისპირდა.

დაძაბულ ბრძოლაში, სქოთებმა მეტოქე 3:2 დაამარცხეს. თუმცა, ეს გამარჯვება შოტლანდიელებისთვის ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, დალგლიშის და გემილის გუნდმა, მანამდე ქულები პერუსთან და ირანთან დაკარგეს.

არჩი გემილის დრიბლინგი, შოტლანდიის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია. მალევე, გემილის გოლი შოტლანდიური კულტურის ნაწილი გახდა - მას შეხვდებით არაერთ ფილმსა თუ ნაწარმოებში. 

ყველაზე კარგად, გემილის გოლი დენი ბოილის 1996 წლის საკულტო ფილმში - ტრეინსპოტინგში ჩანს - როდესაც იუენ მაკგრეგორის პერსონაჟი სექსის შემდეგ ამბობს, რომ მას თავი ასე კარგად, 1978 წლის გემილის გოლის შემდეგ არ უგრძვნია.

გემილი უბრალო ფეხბურთელი არ გახლავთ, ბრაიან კლაფის ნოტინგემ ფორესტში ევროპის ჩემპიონთა თასი (1978-79) და ინგლისის პირველი დივიზიონი (1977-78) აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები