Thumbnail
  • 20 წლის წინათ, დანდის ამბიციური პროექტი დაიწყო
  • დანდის ლეგენდა ბარი სმითი ძველ დროს იხსენებს

Evening Telegraph-თან ინტერვიუში შოტლანდიური დანდის ლეგენდამ, ბარი სმითმა ის დრო გაიხსენა, როცა მისი გუნდი ცნობილი ევროპული ვარსკვლავებით გაძლიერდა, რომელთა შორის გიორგი ნემსაძე, თემურ ქეცბაია და ზურაბ ხიზანიშვილიც იყვნენ. 46 წლის მცველს დანდის რიგებში 400-მდე მატჩი აქვს ნათამაშები...

"ოცი წელიწადი გავიდა, რაც დანდი იდუმალმა იტალიელმა ძმებმა, ივანო და დარიო ბონეტიმ ჩაიბარეს. მათ ცნობილ იტალიურ კლუბებში უთამაშიათ და დიდი ტიტულებისთვის უბრძოლიათ, მერე კი მოკრძალებულ შოტლანდიურ კლუბში აღმოჩნდნენ.

გიორგი ნემსაძე და კლაუდიო კანიჯა

ისინი დანდიში დიდი ამბიციებით მოვიდნენ, მათ კი უცხოელი ვარსკვლავები მოყვნენ: კლაუდიო კანიჯა, ხუან სარა, ფაბიან კაბალიერო, მარკო დე მარკი და გიორგი ნემსაძე. მეორე წელს მათ თემურ ქეცბაია, ხულიან სპერონი და ფან ჟი დაემატნენ", - წერს შოტლანდიური გამოცემა. 

ბარი სმითი: "დანდის ფეხბურთელებში საოცარი მოლოდინებისა და შიში ნაზავი იყო - არ ვიცოდით, რა გველოდა. კარგი გუნდი გვყავდა მათ მოსვლამდეც, ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დავასრულეთ.

ჩემი გეგმა ასეთი იყო - როგორმე კლუბის ამ გეგმის ნაწილი ვყოფილიყავი, მზად ვიყავი თავი საუკეთესოდ წარმომეჩინა მათ გვერდით. ვარჯიშებზეც კი ჩანდა რომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა - სამი კვირა იტალიაში გავატარეთ. 

ყოველთვის ისე ვექცევი ადამიანებს, როგორც ისინი - მე, ბონეტები კი ყოველთვის კარგად იყვნენ განწყობილნი. მაგრამ ეს ყველა შოტლანდიელ ფეხბურთელს არ ეხებოდა.

დანდიში ისეთი ფეხბურთელების გვერდით მომიწია თამაში, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი - გიორგი ნემსაძე დიდებული მოთამაშე იყო, კლაუდიო კანიჯა - ტოპკლასის. მაგრამ მათ ასევე სჭირდებოდათ ჩვენი, შოტლანდიელების დახმარებაც - გაე, ტვიდი, ფალკონერი და მე უცხოური ლეგიონის შოტლანდიური სიმტკიცე ვიყავით". 

თემურ ქეცბაია რეინჯერსის წინააღმდეგ
ზურაბ ხიზანიშვილი დანდიში 

გიორგი ნემსაძე დანდიში 2000 წელს მივიდა და ჯამში 79 თამაშში 4 გოლი გაიტანა შოტლანდიურ პრემიერლიგაში. ის დანდის კაპიტანი გახდა.

თემურ ქეცბაია 2001 წელს ვულვერჰემპტონიდან გადავიდა დანდიში, მან იქ ერთი სეზონი ითამაშა, თუმცა 22 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.

ზურაბ ხიზანიშვილი დანდიში 2001 წლის მარტში გადავიდა და 2003 წლამდე იქ ითამაშა (43 მატჩი). 

ქეცბაია და ხიზანიშვილი დანდის ყველა დროის ლეგიონერთა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს, 2010 წელს დანდიმ ნემსაძე საერთაშორისო ჯილდოთი დააჯილდოვა. 

გაძლიერებული შემადგენლობით, დანდიმ შოტლანდიის ჩემპიონატი ორჯერ დაასრულა ტოპ 6-ში და შოტლანდიის თასის ფინალში გავიდა. თუმცა ხარჯები გაცილებით მეტი გამოდგა, ვიდრე შემოსავალი და მალე დანდი ფინანსურ კრიზისში გაეხვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები