Thumbnail
  • ყაზანის რუბინის ქართველი ნახევარმცველი soccer365-მა საინტერესოდ დაახასიათა
  • საიტმა რუსეთის ჩემპიონატის თვითნაბად ალმასებში 19 წლის ქართველიც დაასახელა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის 19 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია საიტმა soccer365.ru-მ გამოარჩია. სტატია რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე "ბუნებრივ ალმასებს" - ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელებს ეძღვნება და მასში მოყვანილი სამიდან ერთი მოთამაშე სწორედ კვარაცხელიაა.

აი, რას წერს საიტი ქართველ ფეხბურთელზე:

რით დაგვამახსოვრა თავი?

რუსთავიდან იჯარით გადაყვანილი, 2001 წელ დაბადებული ქართველის მოულოდნელმა შთამბეჭდავმა თამაშმა ლოკომოტივის ფანატებს ამ კლუბის სხვა ქართველი ლეგიონერები გაახსენა, მაგრამ ამ კომეტის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და ხვიჩამ 2019 წლის ზაფხულში ხანგრძლივი კონტრაქტი უკვე რუბინთან გააფორმა - ქართველების მოყვარულ კიდევ ერთ კლუბთან.

ხვიჩა რუსეთში პირველი 6 თვე საბა კვერკველიასთან, ლოკომოტივში გაატარა

აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ ლოკომოტივის მაისურით ჩატარებულ 10 მატჩში ერთადერთი გოლი სწორედ რუბინს გაუტანა, ყაზანში გადაბარგების შემდეგ კი პირველად სწორედ "რკინიგზელთა" კარში შეაგდო. 

ხვიჩა თავის საყვარელ მოთამაშედ გუტის ასახელებს. როგორც ჩანს, მარცხენა გარემარბად თამაში სქემა 4-2-3-1-ში მისი ბედი იყო, მაგრამ რუბინში გაცილებით დახურულ სქემაში ყველაფრის სწავლა პრაქტიკულად ნულიდან მოუხდა. ის რუსეთის ჩემპიონატში წარმატებული დრიბლინგების მხრივ, TOP5 მოთამაშეს შორისაა, მაღალ დონეზე ფლობს "კიბერსპორტულ" ისეთ ფინტებს, როგორიცაა ცრუმოძრაობა და ფლანგზე ბურთის გარე ტერფით გადაგდება.

სუსტი მხარეები

რომან შარონოვი ცდილობდა, ხვიჩასთვის პატარა გამანადგურებლის როლი მოერგო, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მოდელმა ქართველის ნაკლი სწრაფად გამოაჩინა - თამაშის ტემპის არასაკმარისად კონტროლი, სწრაფად გადაწყობის უნარის არქონა, ბურთის დაჭერა და სავსებით ლოგიკური ახალგაზრდული ასაკისთვის დამახასიათებელი ეგოიზმი. სლუცკის ხელში უკვე ფეთქებადი ხასიათიც წარმოაჩინა - ბოლო მატჩში აბსოლუტურად არაფრის მომცემი გაძევება დაიმსახურა.

კვარაცხელია რუბინის ღირსებას თანატოლ ზურიკო დავითაშვილთან ერთად იცავს

რა აჩვენა 2019/20 წლების სეზონში

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა როტაციის მოთამაშეა (ეს გამოწვეულია არამხოლოდ ახალგაზრდა ბიჭის ფიზიკური ფორმით, არამედ ლიმიტის წესებითაც), ის პრაქტიკულად ყველა მატჩში ახერხებს თავის წარმოჩენას. მაგრამ ქართველის ხასიათზე მუშაობა მთელი სეზონის განმავლობაში ჯერ შარონოვს, შემდეგ კი სლუცკის უწევდა. ორი გოლი ლოკომოტივსა და ახმატთან - არ არის მაქსიმუმი, მაგრამ იმედია, სლუცკი შეძლებს სხვა პრობლემების გადაჭრას, მაგალითად, დიდ უფსკრულს შეტევასა და დაცვას შორის, რაც ხვიჩას ხელს უშლის იმავე ზუევთან კონტაქტში.

ერთი სიტყვით, ხვიჩა მშვენიერ ფორმაშია - მაგრამ მხოლოდ ისეთ გუნდში, რომელიც აწყობილი მექანიზმის რეჟიმში მუშაობს, ხოლო იქ სადაც მუდმივად გარდაქმნებია, ჯერჯერობით შეჩვევა სჭირდება. 

ახალგაზრდა ფეხბურთელს ვლადიმირ ვაისმა შანსი ეროვნულ ნაკრებშიც მისცა

ვის ჰგავს?

ისეთ ტექნიკურ მარცხენა ვინგერებთან შედარება, როგორიც ჯიედონ სანჩო ან კილიან მბაპეა, არასერიოზულია, მაგრამ კვარაცხელიას უნარები რეალის ვინისიუსის თუ არა, ვერდერის მილოტ რაშიცასი კი აქვს. მთავარია, ახალ ჯანო ანანიძედ არ გადაიქცეს - ათი წლის წინ ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველზე ნათქვამმა სიტყვებმა რეალობას ძალიან გაასწრო.

ჯანო ანანიძის ტალანტი სპარტაკსა და რუსეთში ხშირი ტრავმების გამო ჩაიკარგა

რომელი ტოპკლუბები ინტერესდებიან?

სიმართლე ითქვას, იოლი ამოცანა არც სლუცკის რუბინში დამკვიდრებაა. ხვიჩასთან დაკავშირებით ხმები პორტუგალიური, ბელგიური და გერმანული კლუბების ინტერესზე დადიოდა, თუმცა სლუცკის ძველმა კავშირებმა ჩელსის სისტემასთან, შესაძლოა, კვარაცხელია ჰოდსონ-ოდოის სრულფასოვან შემცვლელადაც აქციოს და რატომაც არა?

კომენტარები

ბოლო ამბები