Thumbnail
  • 20 წლის იტალიელ თავდამსხმელს ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტაცია გაუჭირდა 
  • მოიზე კინს იტალიაში დაბრუნება და შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს 

როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, რომას პრიორიტეტული სამიზნე მოიზე კინი იქნება. 20 წლის პერსპექტიული იტალიელი თავდამსხმელი იუვენტუსიდან ევერტონში გადავიდა, თუმცა ინგლისურ ფეხბურთთან გაუჭირდა ადაპტაცია.

კინმა ევერტონის შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

ერთი ჩაგდებული სეზონის გამო, იტალიაში კინის ჩამოწერას არ აპირებენ და მასზე თვით ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ამყარებს იმედებს. კინმა არ დამალა, რომ მისი მიზანი სერია A-ში დაბრუნება, კარგად თამაში და შემდეგ, ერივნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაა.

იტალიური სპორტული მედიის ცნობით, რომა მზადაა მოიზე კინის სანაცვლოს ევერტონს ჯასტინ კლუივერტი დაუთმოს. თავის მხრივ, 21 წლის ნიდერლანდელი შემტევი ვერ შეეწყო იტალიურ ფეხბურთს და წესით, გარემოს გამოცვლაზე უარი არ უნდა თქვას.

რომა ევერტონის პასუხის მოლოდინშია, რომელსაც იტალიელი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი უდგას სათავეში.

კომენტარები

ბოლო ამბები