Thumbnail

არგენტინის სიმბოლური ნაკრები მარადონას გარეშე - სერხიო აგუეროს რჩეულები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სიტის ფორვარდმა არგენტინის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
  • სერხიოს ხუთკაციან გუნდში მისი ყოფილი სიმამრისთვის ადგილი არ მოიძებნა

მანჩესტერ სიტის არგენტინელმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ 5-კაციანი ნაკრები შეადგინა, რომელშიც მისი ვერსიით, ისტორიაში საუკეთესო თანამემამულე ფეხბურთელები შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ სერხიოს ნაკრებში ვერ მოხვდა ლეგენდარული დიეგო მარადონა, რომელიც 1986 წელს არგენტინის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებაში დაეხმარა. დიეგო სერხიოს ყოფილი სიმამრია. 

31 წლის აგუერომ არგენტინის ყველა დროის მისეული სიმბოლური ნაკრები Instagram-ით ტიერი ანრისთან საუბრის დროს დაასახელა.

აგუეროს ნაკრები: ხერმან ბურგოსი - ოსკარ რუჯერი - ლიონელ მესი, კარლოს ტევესი, ხუან რომან რიკელმე.

შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერო დაქორწინებული იყო მარადონას ქალიშვილზე - ჯანინაზე, რომელთანაც 2009 წელს ვაჟი შეეძინა. ბავშვის ნათლია სერხიოს მეგობარი და თანაგუნდელი ნაკრებში ლიონელ მესია. მოგვიანებით წყვილი დაშორდა, ბიჭუნა კი - ბენხამინ აგუერო, დედასთან იზრდება.

კუნ აგუეროს ჯანინასთან ერთი შვილი ჰყავს

 

კომენტარები

ბოლო ამბები