Thumbnail
  • სკაიმ ლიონელ მესის გოლების ანალიზი ჩაატარა
  • ვინ აძლევს ყველაზე ხშირად საგოლე პასებს არგენტინელს?
  • ჩავი-ინიეტას დუეტი ხუთეულშია, დანი ალვეში - მეორეზე

ლეო მესის კარიერაში თითქმის 700 გოლი აქვს გატანილი. "სკაიმ" მესის გოლების სტატისტიკური მონაცემების კვლევა ჩაატარა და დაითვალა, თუ ვინ აძლევს მას ყველაზე ხშირად საგოლე პასებს.

მაგალითად, არგენტინის ნაკრებში მესის საგოლე გადაცემებს ყველაზე ხშირად კარლოს ტევესი და გონსალო იგუაინი უკეთებდნენ - 6-6 გადაცემა.

ბარსელონაში მესის პირველ წლებში, გუნდის მაშინდელი ლიდერები მხოლოდ მეორე ათეულში არიან -  რონალდინიო 7 ასისტით მე-17 ადგილზეა, ამდენივე გადაცემა აქვს არგენტინელისთვის შესრულებული სამუელ ეტო'ოს და ერთით მეტი (8 ასისტი) ტიერი ანრის. არადა, მათ გვარდიოლას ეპოქაშიც მოასწრეს თამაში და მესისთან ერთად რამდენიმე სეზონი აქვთ ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ მესი ხშირად სარგებლობს განაპირა მცველების გადაცემებით - ჯორდი ალბა არგენტინელისთვის შესრულებული 20 ასისტით მეშვიდე ადგილზეა, დანი ალვეში კი საერთოდაც მეორეზე - 43 საგოლე გადაცემა ლეოსთვის.

დანი ალვეშს მესისთვის ძალიან ბევრი გადაცემა აქვს შესრულებული

ნეიმარი ხუთეულს მიღმა დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მესისთან ერთად ძალიან წარმატებულ დუეტს ქმნიდა. ბრაზილიელს 25 ასისტი აქვს. ნეიმარს გაასწრო და ხუთეულში მოხვდა პედრო როდრიგესი - 29 საგოლე გადაცემით.

ბარსას ლეგენდარული ჩავი-ინიესტას დუეტი მესამე-მეოთხე პოზიციებს ინაწილებს. ჩავის ანგარიშზე ლეოსთვის შესრულებული 35 საგოლე პასია, ინიესტას კი - 40-ჯერ აქვს მესის გოლში პირდაპირი მონაწილეობა მიღებული.

პირველ ადგილზე ლუის სუარესია - 47 ასისტით. ეს ფენომენალური შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ სუარესი თავადაც თავდამსხმელია და ბევრი გოლები გააქვს. გასაკვირი არ არის, თუ რატომ უყვარს ლეოს ასე ძალიან "ელ პისტოლეროსთან" ერთად თამაში.

კომენტარები

ბოლო ამბები