Thumbnail

'თეთრი ფერი მაკლდა' - რინკონი რეალის რასისტულ პრობლემებზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მადრიდში თამაში რთული იყო, რადგანაც იქ ეგოიზმი და სიამაყე სჭარბობდა'
  • კოლუმბიელმა ვეტერანმა ესპანურ გრანდში გატარებული პერიოდი გაიხსენა

მადრიდის რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა ფრედი რინკონმა ესპანურ გრანდში გატარებული პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას შეჯახება რასისტულ პრობლემებთანაც მოუხდა.

“რეალში ყოფნისას თეთრი ფერის კანი მაკლდა. ვერ ვიტყვი, რომ რასიზმს ყოველდღე ვაწყდებოდი, თუმცა, გუნდში ამის ნიშნები ნამდვილად იყო. ხორხე ვალდანო ძალიან რთულ ვითარებაში იყო, რადგანაც ის ფეხბურთელების მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ გახლდათ. რეალში თამაში რთული იყო, იქ ეგოიზმი და სიამაყე სჭარბობდა, თუმცა, შესაძლოა, ის დიდი კლუბი ამ მიზეზითაც გახდა. ასეა თუ ისე, იმ ბიჭების გვერდში ყოფნა მაინ სასიამოვნო გახლდათ. მაშინ მეგობრებიც შევიძინე”.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი ფორვარდი “სამეფო კლუბში” 1995-96 წლების სეზონში ირიცხებოდა, ამას გარდა, იტალიური ნაპოლიში და მთელ რიგ ბრაზილიურ და კოლუმბიურ გუნდებშიც უთამაშია. აწ უკვე 53 წლის რინკონი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 1990-2001 წლებში ასპარეზობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები