Thumbnail
  • საფრანგეთის ელიტარულ სარაგბო დივიზიონში 9 ქართული ლელო დაიდო
  • ყველა ლელო 4 კლუბის ცხრა მორაგბეზე გადანაწილდა

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, აგვისტომდე ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო, რის გამოც TOP 14-ის სეზონი ვერ დასრულდება. სამწუხაროა, რომ ქართულის რაგბის ლეგენდას, მამუკა გორგოძეს კარიერის ბოლო სეზონის ასე დასრულება მოუწია, თუმცა მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ წუწუნს არ აპირებს.

პოპსპორტმა საფრანგეთის ელიტარულ დივიზონში ქართველთა ასპარეზობა შეაჯამა და მათ მიერ დადებულ ლელოებს გთავაზობთ. მამუკა გორგოძემ (ტულონი) ბოლო სეზონი კარგად დაიწყო და პირველივე ტურში დუბლი შეასრულა. მის გარდა, TOP 14-ში 2 ლელო ლექსო ყაულაშვილმა (ბორდო) დადო. თითო ლელოთი თავი ვასილ ლობჟანიძემ, კარლენ ასიეშვილმა (ორივე ბრივი), ლაშა ტაბიძემ (ბორდო), ბექა გიგაშვილმა (ტულონი) და გელა აფრასიძემ (მონპელიე) გამოიჩინეს.

📺 ვიდეო: ქართველების ყველა ლელო TOP 14-ში

ქართველები TOP 14-ში

1. ტური | აჟენი 25:44 ტულონი - მამუკა გორგოძის დუბლი

მე-4 ტური | ბორდო 52:3 სტად ფრანსე - ტაბიძე, ყაულაშვილი

მე-10 ტური | რასინგი 30:34 ბორდო - ლექსო ყაულაშვილი

მე-10 ტური | ბრივი 26:21 სტად ფრანსე - კარლენ ასიეშვილი

მე-11 ტური | რასინგი 29:25 მონპელიე - გელა აფრასიძე

მე-11 ტური | ტულონი 41:19 კლერმონი - გიგაშვილი

მე-15 ტური | ტულონი 34:17 ბრივი - ვასილ ლობჟანიძე

კომენტარები

ბოლო ამბები