Thumbnail
  • ბარსელონას ყოფილმა თავდამსხმელმა არგენტინელ ვარსკვლავზე ისაუბრა
  • კამერუნელი აცხადებს, რომ თავის დროზე ლეო მესის საჭირო რჩევა მისცა

ბარსელონას ყოფილმა თავდამსხმელმა სამუელ ოტო’ომ კატალონიური კლუბის ამჟამინდელ ფორვარდსა და კაპიტანზე ლიონელ მესიზე ისაუბრა. კამერუნელმა ლეოს პირველი ნაბიჯები გაიხსენა, მისი პიროვნული თვისები გამოარჩია და აღნიშნა, რომ იმაზე მეტის გაკეთება, რაც არგენტინელმა ფეხბურთში შეძლო, ძალიან რთული იქნება.

სამეულეი კამერუნის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია

"თავიდან ის პირველ და ახალგაზრდულ გუნდებში ჩნდებოდა და ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ჩვენ მაშინვე ვიცოდით, რომ მესი ერთ დღეს გახდებოდა ის, ვინც არის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მან ამას დიდი შრომის ფასად მიაღწია. ის სულ არ შეცვლილა. მესი დღესაც ისეთივე კარგი ადამიანია, როგორსაც მაშინ ვიცნობდი და ვიცნობ აქამდე. 

ცოტა ხნის წინ მითხრა: "მადლობა სამუელიუ". ჩემი რჩევის წყალობით, რომელსაც ახლა არ გავამხელ, მისი კარიერა შეიცვალა. იმხანად მას ზოგიერთი რამ უნდა გამოესწორებინა, თუმცა ამის ნიჭი ყოველთვის ჰქონდა. ვამაყობ და ბედნიერი ვარ იმ ისტორიის ხილვით, რომელსაც ის წერს და რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება.

ძალიან ძნელი, ალბათ შეუძლებელიც იქნება იმის მიღწევა, რაც მან შეძლო. ჩემთვის უმთავრესი კი მისი ხასიათია. ყველა აფასებს მას და თაყვანს სცემს, როგორც მოთამაშეს, მაგრამ ის ძალიან კარგი ბიჭია და ამაყი ვარ, რომ ვრჩები მის მეგობრად", - ამბობს ეტო’ო, რომელიც ბარსელონაში 2004-09 წლებში გამოდიოდა.

კამერუნელი და არგენტინელი მეგობრებად რჩებიან

39 წლის კამერუნელმა, რომელმაც ბარსელონასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონობა 3-ჯერ, ხოლო 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ფეხბურთელის კარიერა 2019 წელს დაასრულა.

32 წლის ლიონელ მესი კატალონიური კლუბის ღირსებას 2003 წლიდან იცავს. არგენტინელმა ბარსელონასთან ერთად  10-ჯერ ლა ლიგა მოიგო, 4-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ის ერთადერთია, ვისაც “ოქროს ბურთი” კარიერაში 6-ჯერ აქვს მოპოვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები