Thumbnail

'ფერგიუსონმა ერთხელ გვკითხა აზრი ფეხბურთელზე' - ნევილი საჰას ისტორიას იხსენებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გარი ნევილი ლუის საჰას ისტორიას იხსენებს
  • ინგლისელი ამბობს, რომ სერ ალექსმა საჰას შესახებ ფეხბურთელებს ჰკითხა

სკაი სპორტსის ვიდეო ჩართვაში, სადაც ჯეიმი კარაგერთან და გარი ნევილთან ერთად ლუის საჰაც მონაწილეობდა, ნევილმა ლუის საჰას მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის ამბავი გაიხსენა.

"ნამდვილი ისტორიაა... ფერგიუსონმა ერთადერთხელ გვკითხა აზრი მოთამაშეზე და ეს მოთამაშე ლუის საჰა იყო, რომელიც მცველებს მუდამ გვამწარებდა. ყველამ ერთხმად ვუთხარით, რომ გუნდში მოეყვანა!"

"ეგ და ლუის ბოა მორტე ფულემში, საშინელებებს მიკეთებდნენ ფლანგზე" - ლუს საჰა მანჩესტერმა 2004 წლის ზამთარში დაიმატა და 4 წლის მანძილზე კლუბის მაისურით 42 გოლის გატანა შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები