Thumbnail

'ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი' - რონალდინიოს პირველი კომენტარი ციხის შემდეგ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 40 წლის ბრაზილიელმა პარაგაის ციხის დატოვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა
  • ჯერჯერობით რონალდინიო ასუნსიონის სასტუმროში, შიდაპატიმრობაში რჩება

ბარსელონას, მილანის და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რონალდინიო პირველად ესაუბრა მედიას მას შემდეგ, რაც პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს. 

შეგახსენებთ, რომ 40 წლის რონალდინიო, ძმასთან ერთად საპატიმროში მარტის დასაწყისში აღმოჩნდა, რისი მიზეზიც ყალბი დოკუმენტებით ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება იყო. 32-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ბრაზილიელებს ნება დართეს, დაეტოვებინათ ციხე და სასამართლო მოსმენამდე ასუნსიონის სასტუმროში, შინაპატიმრობაში გაჩერებულიყვნენ.

ლეგენდარულ ბრაზილიელი ფეხბურთელი პარაგვაის ციხეში აღმოჩნდა

"ძალიან გაკვირვებულები დავრჩით, როდესაც შევიტყვეთ, რომ დოკუმენტები ყალბი იყო, - უთხრა რონალდინიომ ადგილობრივ მედიას. - მართლმსაჯულებასთან თავიდანვე ყველანაირად ვთანამშრომლობდით. ვცდილობდით, გაგვერკვია ყველაფერი და წარმოგვედგინა ის, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ. 

დაპატიმრების შესახებ ცნობა მძიმე დარტყმა იყო. ვერასდროს ვიფიქრებდი, ასეთ მდგომარეობაში თუ აღმოვჩნდებოდი. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვცდილობდი, უმაღლეს დონეზე გამოვსულიყავი და ჩემი თამაშით ადამიანებისთვის სიხარული მიმენიჭებინა.

პარაგვაელი ხალხისგან გამოჩენილი სითბო, სიყვარული და პატივისცემა პირველივე დღიდან იგრძნობოდა. მადლობელი ვარ ამისთვის. მორწმუნე ვარ და ყოველთვის ვლოცულობ, რათა ყველაფერი კარგად იყოს. იმედი მაქვს, ეს სწრაფად დასრულდება. გათავისუფლების შემდეგ, პირველ რიგში, დედას ვაკოცებ, რომელიც პანდემიის დაწყებიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში შინ იმყოფება", - თქვა ინტერვიუში რონალდინიომ, რომელმაც განაცხადა, რომ პარაგვაიში ონლაინ-კაზინოს გასახსნელად ჩავიდა.

რონალდინიომ ციხის ტურნირში გაიმარჯვა და ჯილდოდ გოჭი მიიღო

რონალდინიო ევროპაში პარი სენ-ჟერმენში, ბარსელონასა და მილანში გამოდიოდა, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კი მან 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. 2005 წელს ბრაზილიელი "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა, 2004 და 2005 წლებში კი ფიფამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

კომენტარები

ბოლო ამბები