Thumbnail
  • დიეგო კოშტას და ანტონიო კონტეს რთული ურთიერთობა ჰქონდათ
  • მისი თქმით, იტალიელი დიდ გუნდში ხასიათის გამო ვერ იმუშავებს
  • ატლეტიკოს ფორვარდი არასტანდარტული მეთოდით მკურნალობაზე

დიეგო კოშტამ ანტონიო კონტე და მასთან ერთად ჩელსიში გატარებული პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, კონტე კარგი მწვრთნელია, თუმცა ადამიანური ურთიერთობები იმდენად არ ეხერხება, რომ დიდ გუნდში მისი მუშაობა გამორიცხულია. კოშტას თქმით, მაგალითად, რეალში კონტეს სეზონს არც ჩაამთავრებინებდნენ. 

ამ წყვილს ერთმანეთთან რთული ურთიერთობა ჰქონდა. მაშინ, როდესაც ჩელსი ლიდერობდა, დიეგო კოშტამ ჩინეთიდან ძალიან მდიდრული შეთავაზება მიიღო. კონტემ ის არ გაუშვა და ეს ყველაფერი ღია კონფლიქტით დასრულდა. სეზონის დასრულების და ჩემპიონობის შემდეგ კი იტალიელმა მწვრთნელმა კოშტა ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, გუნდის გარეთ დატოვა.

ატლეტიკოს ფორვარდმა რეალთან პირველი ფინალიც გაიხსენა. კოშტას კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა, თუმცა ფინალის წინ დაშავდა. მან გაიხსენა, რომ არასტანდარტულად -  ელექტროშოკით მკურნალობდნენ, რის შემდეგაც ფეხს საერთოდ ვერ გრძნობდა და ისე გადიოდა სავარჯიშოდ.

კოშტა: "თითოეული სეანსი ორი საათი გრძელდებოდა. სანამ ელექტროშოკს მიკეთებდნენ, ექიმი  სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. ძალიან მტკივნეული იყო. თუმცა სირბილის დროს ფეხს საერთოდ ვერ ვგრძნობდი".

მკურნალობის მიუხედავად, კოშტამ ფინალში მხოლოდ 10 წუთი ითამაშა და შემდეგ იძულებით შეცვალეს. მან მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები