Thumbnail
  • ფრანგებმა მამუკა გორგოძე და მიხეილ ნარიაშვილი დააფასეს
  • ქომაგების გამოკითხვა 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა

ფრანგული მონპელიეს ქომაგებმა გუნდის ყველა დროის საუკეთესო თხუთმეტეული შეადგინეს, რომელშიც ერთბაშად 2 ქართველი მორაგბე – მიხეილ ნარიაშვილი და მამუკა გორგოძე მოხვდა.

TOP 14-ის ერთ-ერთი გრანდი გულშემატკივრების გამოკითხვას სოციალურ ქსელში 2 კვირის განმავლობაში აწარმოებდა და მისი დასრულების შემდეგ, შედეგებიც გამოაქვეყნა.

29 წლის ნარიაშვილი საუკეთესოდ მარცხენა ბურჯის პოზიციაზე აღიარეს, 35 წლის გორგოძე კი სიმბოლურ გუნდში 7 ნომერზე მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ მონპელიეში 2011 წლის შემდეგ ირიცხება და 186 მატჩში 1 ლელო აქვს დადებული, მამუკა კი ფრანგული გუნდის ღირსებას 2005-14 წლებში იცავდა და 168 მატჩში 27 ლელო აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები