Thumbnail
  • პოლონეთში საფეხბურთო სეზონი 29 მაისს განახლდება
  • ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში 4 ქართველი თამაშობს

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისისგან თავის დაღწევას იწყებს. პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში საფეხბურთო მატჩები ქომაგების გარეშე განახლდება და სპორტული ღონისძიებების განახლების თარიღიც დაასახელა.

პოლონეთის ექსტრაკლასა, სადაც 4 ქართველი თამაშობს, 29 მაისს განახლდება. ''ჩვენ გვაქვს სპეფიციკური გეგმა ექსტრაკლასას განახლების. ფეხბურთელები ისევ იზოლაციაში არიან, თუმცა მათ მალე მიეცემათ ვარჯიშის განახლების საშუალება'', - განაცხადა მორავიეცკიმ. პოლონეთის ჩემპიონატი 20 ივლისს უნდა დასრულდეს.

პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ვაკო გვილია (ლეგია), ვატო არველაძე (კორონა), დავით სხირტლაძე (არკა) და გიორგი მერებაშვილი (ვისლა პლოცკი) თამაშობენ. გარდა საფეხბურთო ლიგებისა, პოლონეთში სხვა სპორტული ღონისძიებებიც ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები