Thumbnail

'არც ისეთი სულელი ვარ, შვილი ლაციოში მივიყვანო' - ტოტის და დელ პიეროს დიალოგი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იტალიური ფეხბურთის ორმა ლეგენდამ Instagram-ლაივში ისაუბრა
  • ტოტიმ შვილის ლაციოში გადაყვანის შესაძლებლობაზე ილაპარაკა
  • ფრანჩესკოს თქმით, კრისტიანი მას ჰგავს 

რომას ლეგენდა ფრანჩესკო ტოტიმ იტალიის ნაკრებში ყოფილ თანაგუნდელთან ალესანდრო დელ პიეროსთან Instagram-ით პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ არც იმდენად სულიელია, თავისი შვილი, კრისტიანი, რომის ლაციოში მიიყვანოს.

კრისტიან ტოტი რომას აკადემიაში ვარჯიშობს

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტი კლუბს, სადაც მთელი კარიერა გაატარა და ბოლოს მის სისტემაშიც მუშაობდა, გულნატკენი დაშორდა. ცოტა ხნის წინ ფრანჩესკომ აღნიშნა, რომ თავის შვილს წინააღმდეგობას არ გაუწევდა, თუკი ეს უკანასკნელი ლაციოში გადასვლას მოისურვებდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

14 წლის კრისტიან ტოტი ამჟამად რომას აკადემიაში ვარჯიშობს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ რომა და ლაციო პრინციპული მეტოქეები არიან, "ჯალოროსის" გულშემატკივრებისთვის ფრანჩესკოს სიტყვები შოკისმომგვრელი იყო.

ტოტი და დელ პიერო იტალიის ნაკრებში  თანაგუნდელები იყვნენ

"ვთქვი, რომ თუკი კრისტიანის აგენტი ვიქნები და მილანი, ლაციო ან იუვენტუსი დამიკავშირდებიან, ვუპასუხებ-მეთქი. ნებისმიერ შემთხვევაში, კრისტიანი მე მგავს და ამაზე ისიც უარს იტყვის. არც ისეთი სულელი ვარ, კრისტიანი ლაციოში მივიყვანო. შენ მართლა ფიქრობ, რომ ასეთ რამეს გავაკეთებ?", - აქვეყნებს ტოტის სიტყვებს იტალიური მედია.

📺 ფრანჩესკო ტოტისა და ალესანდრე დელ პიეროს დიალოგი

ფრანჩესკო ტოტიმ რომაში მთელი თავისი პროფესიონალური კარიერა გაატარა (1992-2017 წლებში), გუნდთან ერთად კი იტალიის ჩემპიონი და ორ-ორჯერ იტალიის თასისა და იტალიის სუპერთასის მფლობელი გახდა. კარიერის დასრულებისთანავე მან კლუბში დირექტორის თანამდებობა მიიღო, თუმცა ორი წლის შემდეგ, 2019 წლის ივნისში, ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო, რომა დატოვა.

ფრანჩესკომ იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, 2000 წელს კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები