Thumbnail

'მივხვდი, რა მჭირდება' - ანდრეა პირლო მწვრთნელობას იწყებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანის, იუვეს და იტალიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი მწვრთნელობას იწყებს
  • 40 წლის ანდრეა წინააღმდეგი არ არის, თავისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ დასაქმდეს

მილანის, იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერის დასაწყებად მზადაა. ამასთან, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი უარს არ იტყვის, თუკი დასაქმების ვარიანტი იტალიის საზღვრებს გარეთ გამოუჩნდება.

ანდრეა პირლომ კარიერის მთავარი ჯილდო 2006 წლის მუნდიალზე მოიპოვა

"სამწვრთნელო ლიცენზია სექტემბერში უნდა ავიღო, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი გაჩერებულია. რამდენიმე კლუბთან უკვე მქონდა მოლაპარაკება, შესაბამისად, ვნახოთ, რა იქნება.

წინააღმდეგი არც საზღვარგარეთ მუშაობაზე ვარ და ამასთან დაკავშირებით პრობლემა არანაირი მაქვს. ნიუ იორკში ხომ მითამაშია?! შემიძლია სამწვრთნელო კარიერა ნებისმიერ ადგილას დავიწყო.

ფეხბურთი არ მენატრება, თუმცა ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ. ორი წელიწადი სახლში ვიჯექი და მივხვდი, რა მჭირდება", - აქვეყნებს პირლოს ნათქვამს იტალიური მედია.

📋 მეტი ამ თემაზე:

40 წლის ანდრეა პირლომ პროფესიონალური კარიერა 2017 წელს დაასრულა. სხვადასხვა დროს ის ბრეშიაში, ინტერში, რეჯინაში, მილანში, იუვენტუსსა და ნიუ იორკ სიტიში გამოდიოდა. ანდრეამ მილანთან ერთად ორ-ორჯერ სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, იუვენტუსთან ერთად კი იტალიის ჩემპიონი 4-ჯერ გახდა. იტალიის ნაკრებთან ერთად მან 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა, 2012-ში კი ევროპის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები