Thumbnail
  • ინტერ მაიამის მფლობელი მადრიდის რეალის პრეზიდენტს უკვე დაუკავშირდა
  • დევიდ ბექჰემს სურს, რომ კლუბში ხამეს როდრიგესი იხილოს

ინტერ მაიამის მფლობელი დევიდ ბექჰემი რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს დაუკავშირდა და ხამეს როდრიგესის ტრანსფერზე შეთავაზება გაუკეთა.

ინგლისელს დიდი იმედი აქვს, რომ ფლორენტინოსთან კარგი ურთიერთობის გამო კოლუმბიელის ტრანსფერი აუცილებლად შედგება. ხამესმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგის მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. კოლუმბიელს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება. მას მანჩესტერ იუნაიტედი, იუვენტუსი, ნაპოლი, არსენალი და ევერტონი ეპატიჟებიან.

როდრიგესის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონ ფუნტს შეადგენს. კოლუმბიელი რეალში 2014 წელს აღმოჩნდა, რის შემდეგაც სამეფო კლუბში კარიერა არ აეწყო. რეალს ის 2017 წლიდან 2019 წლამდე მიუნხენის ბაიერნში ჰყავდა განათხოვრებული.

კომენტარები

ბოლო ამბები