- ფიფას კამპანიას #WeWillWin ბევრი ლეგენდა შეუერთდა
- 🛑 LIVE | სპორტი და კორონავირუსი - ყველა ახალი ამბავი ერთად
უახლოეს დღეებში ფეხბურთის ლეგენდები ყველა იმ ადამიანს დააფასებენ, ვინც კორონაკრიზისში ყოველდღიურად ებრძვის ვირუსს და საკუთარ ჯანმრთელობას რისკავს. მათ შორის თითქმის ყველა ლეგენდარული ფეხბურთელია - პელე, დიეგო მარადონა, ზინედინ ზიდანი და ა.შ.
ეს არის ფიფას კამპანია სახელწოდებით #WeWillWin და მასში 50 დიდი ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. ისინი ექიმებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის და ყველა ადამიანისთვის, ვინც კორონავირუსის გავრცელებას ებრძვის, ვიდეო-მიმართვებს გაავრცელებენ.
“ვამაყობ იმ ადამიანებით, რომლებიც დაუღალავად და თავდაუზოგავად ებრძვიან ვირუსს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ,” - განაცხადა პელემ.
კამპანიაში ბევრი სუპერვარსკვლავი ჩაერთო - მათ შორის ჯანლუიჯი ბუფონი, სერხიო რამოსი, ჰარი კეინი და სხვები...
კომენტარები