Thumbnail

'იუმორს არ კარგავს' - როგორ ატარებს რონალდინიო შინაპატიმრობას

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბრაზილიელი ფეხბურთელი და მისი ძმა ციხიდან გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
  • რონალდინიო შინაპატიმრობას ასუნსიონის სასტუმროში აგრძელებს

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიო პარაგვაის ციხიდან ძმასთან ერთად გაათავისუფლეს. მან 1,6 მილიონი დოლარი გადაიხადა თავისუფლებისთვის. გაუჩომ პარაგვაის საზღვარი ძმასთან ერთად ყალბი პასპორტით გადაკვეთა, რის გამოც დააკავეს და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ამჟამად ასუნსიონის სასტუმროშია, სადაც შინაპატიმრობის სასჯელს იხდის. სასტუმროს მენეჯერმა მედიასთან რონალდინიოს შესახებ ისაუბრა. ''რონალდინიოს იუმორი არ დაუკარგავს. საუბრისას ყოველთვის ხუმრობს.  ორივე ძმა ყოველთვის იღიმის. რამდენიმე მარტივი თხოვნა ჰქონდა, რაც შევასრულეთ, რადგანაც ის ამას იმსახურებდა.'' - განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა.

კომენტარები

ბოლო ამბები