Thumbnail

100 მილიონი მსოფლიო რაგბისგან – რამდენი ერგება საქართველოს?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მსოფლიო რაგბიმ კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რომლის თანახმადაც 100 მილიონი დოლარის სახით სპეციალური ფონდის შექმნას აპირებს.

აღნიშნული თანხა პანდემიით დაზარალებულ რაგბის კავშირებსა და ფედერაციებზე გადანაწილდება, თუმცა, უცნობია, მსოფლიო რაგბი რა პრინციპებით იხელმძღვანელებს და იგივე საქართველოს რაგბის კავშირს რა თანხა ერგება ან საერთოდაც ერგება თუ არა რამე.

“ფონდის მიზანი სარაგბო ორგანიზაციების დახმარება და სპორტული ღონისძიებების რაც შეიძლება მალე განახლებაა. მსოფლიო რაგბი დახმარების ხელს გაუწვდის 6 ერისა და სანზაარის წარმომადგენლებსაც”, - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბილ ბომონტი.

ჯერჯერობით, კონკრეტული გადაწყვეტილება არაა მიღებული იმის თაობაზე, თუ როდის იქნება შესაძლებელი სარაგბო მატჩების ჩატარება.

განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, ის, რომ სხვადასხვა ნახევარსფეროს ნაკრებები ერთმანეთს აღარ დაუპირისპირდებიან. უარეს შემთხვევაში, წლევანდელი ტესტ-მატჩები საერთოდ აღარ ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები