Thumbnail

'ქართველი ვარ, მაგრამ უკრაინის ნაკრებში თამაში მინდა' - წიტაიშვილის კომენტარი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გიორგი წიტაიშვილის კომენტარი უკრაინულ არხ Футбол 1-თან
  • კიევის დინამოს 19 წლის ნახევარმცველის სამომავლო გეგმები

კიევის დინამოს 19 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა ტელეარხ Футбол 1-თან ინტერვიუში უპასუხა კითხვაზე, უკრაინელად მიიჩნევს თავს თუ ქართველად:

გიორგი წიტაიშვილი (კიევის დინამო): "როცა კითხვას ქართულად მისვამენ, მე ჯერ უკრაინულად ან რუსულად ვფიქრობ და მერე "ვთარგმნი" ქართულად. უკრაინაში ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დრო გავატარე, გარდატეხის ასაკი, ყველაზე რთული პერიოდი...

კიევის დინამომ გამზარდა, ნაკრების ყველა ასაკობრივ გუნდში მითამაშია U21-ის ჩათვლით. თავს ქართველად მივიჩნევ, მაგრამ მეტი უკრაინამ მომცა და მეც მეტი გავიღე უკრაინისთვის. ჯერ-ჯერობით ასეა...

ყველა ხვდება, რომ უკრაინის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას ველი. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. რაც უფრო სტაბილურად მოვხვდები დინამოს ძირითად გუნდში, მით უფრო მალე გამომიძახებენ. იმის გამო, რომ ოდესღაც მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი მოვიგე, ეროვნულ ნაკრებში არავინ გამომიძახებს".

გიორგი წიტაიშვილი კიევის დინამოში დამკვიდრებას ცდილობს

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს გიორგი წიტაიშვილმა უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 20-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო. ფინალის ბოლო გოლი სამხრეთ კორეელთა კარში სწორედ გიორგიმ გაიტანა (3:1). ადრე წიტაიშვილმა განაცხადა, რომ მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იწვევდნენ

კომენტარები

ბოლო ამბები