Thumbnail
  • ლიგა ენდესას MI BALONCESTO-ს ანალიტიკური შეჯამება
  • შერმადინი და მიროტიჩი სეზონის MVP-ობისთვის ლიდერობენ

პორტალმა MI BALONCESTO-მ ესპანეთის საკალათბურთო პირველობის, ლიგა ენდესას სრულყოფილი სტატისტიკური რეპორტაჟი შემოგვთავაზა. 

InStat-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით, გამოვლინდა კორონავირუსის პანდემიის გამო, შეჩერებული ესპანური პირველობის საუკეთესო კალათბურთელი. 275-275 ქულა მოაგროვეს იბეროსტარ ტენერიფეს ცენტრმა გიორგი შერმადინმა და ბარსელონას ვარსკვლავმა ნიკოლა მიროტიჩმა.

მარგი ქმედების კოეფიციენტით მიროტიჩი ოდნავ უსწრებს შერმადინს - 29.4 და 28.4. პორტალმა ასევე დაითვალა, ინდივიდუალურად კარგი თამაში, რამდენად აისახებოდა გუნდის წარმატებაზე, ამაშიც სწორედ ეს ორი კალათბურთელი ლიდერობს: მიროტიჩი (4.3), ხოლო შერმადინი (4.0). ასევე ამ სიაში მოწინავეთა შორისაა ბასკონიას კაპიტანი თორნიკე შენგელია (2.8). 

კომენტარები

ბოლო ამბები