Thumbnail

დიდი აღიარება - ბექა გიგაშვილი TOP 14-ის პირველი წრის სიმბოლურში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • Branchezrugby-მ TOP 14-ის პირველი წრის გამორჩეული მორაგბეები დაასახელა
  • ფრანგულმა გამოცემამ საუკეთესო 15 მორაგბეს შორის ბექა გიგაშვილიც შეიყვანა

ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Branchezrugby-მ TOP 14-ის პირველი წრის სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც ტულონის ქართველი პირველხაზელი ბექა გიგაშვილიც მოხვდა.

''ბორჯღალოსანი'' ტულონში გრენობლიდან გადავიდა და გუნდის ერთ-ერთ წამყვან მორაგბედ ჩამოყალიბდა. მან ტულონში უკვე 3 ლელოს დადება მოასწრო, ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა და მაყურებლებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

Branchezrugby ბექა გიგაშვილზე: მრავალმხრივი ქართველი მორაგბე ამ სეზონის აღმოჩენაა. ტულონში გრენობლიდან ჩამოვიდა. მსოფლიო თასიდან გუნდს გვიან შეუერთდა, მაგრამ თავის პოზიციაზე ადგილი მალევე დაიმკვიდრა. რთულად შესაბოჭია. ბურთთან ერთად 106 მეტრი იარა. ძალიან მშრომელია, რომელიც ძალიან ბევრ დავალებას ასრულებს. მოთამაშე, რომელიც ამ სეზონში აფეთქდა და თავის საქმეს კარგად აკეთებს.

კომენტარები

ბოლო ამბები