- ედმონტონ ოილერსის ჰოკეისტი კოლბი ქეივი გარდაიცვალა
- 25 წლის სპორტსმენის სიკვდილის მიზეზი ტვინში სისხლის ჩაქცევაა
NHL-ის 25 წლის ვარსკვლავი კოლბი ქეივი ტვინში სისხლის ჩაქცევისგან გარდაიცვალა. ედმონტონ ოილერსის ჰოკეისტი სამშაბათიდან ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.
ოილერსმა ტორონტოს კლინიკაში კომაში მყოფი ქეივის გარდაცვალება დაადასტურა: "კოლბი ჩვენთვის და ჰოკეის ოჯახისთვის ძალზე საყვარელი პიროვნება იყო. მადლობა ყველას მასზე ლოცვისთვის ამ მძიმე დროში", - წერია განცხადებაში.
კოლბი ქეივის აგენტის, ჯეისონ დევიდსონის ინფორმაციით, ჰოკეისტის სიკვდილი არანაირ კავშირში არ არის კორონავირუსთან.
ამ სეზონში ჰოკეისტმა ოილერსის შემადგენლობაში 11-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. მან ასევე AHL-ის კონდორსის შემადგენლობაში ითამაშა (44 მატჩი, 11 გოლი, 23 ქულა).
კომენტარები