Thumbnail
  • 'ყოველდღე უნდა აიწონოს და მაჩვენებლები ონლაინ-რეჟიმში გამომიგზავნოს'
  • რუბინის მწვრთნელმა შინ დაბრუნებულ ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა

ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გუნდში არსებულ ვითარებაზე ინტერვიუ Business gazeta-ს მისცა და ქართველ ფეხბურთელებზე – ზურიკო დავითაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

რუსი ჟურნალისტის კითხვა დიდი ორიგინალობით არ გამოირჩეოდა.

არ გეშინიათ, რომ შინ მყოფი ქართველები ხინკლისა და ხაჭაპურის ჭამას ვერ გააკონტროლებენ და წონაში მოიმატებენ?

ამ მხრივ, დავითაშვილზე ნამდვილად ვდარდობ, კვარაცხელიაზე კი – არა. ზურიკოს უკეთესი აპეტიტი აქვს, სიმსუქნისკენ მიდრეკილია და წონასთან დაკავშირებული პრობლემები ადრეც ჰქონია.

ორგანიზმში ცხიმების პროცენტული შემცველობით, ის, რუბინში, ჩემს შემდეგ, მეორეა, კვარაცხელიას კი, სხვანაირი აგებულება აქვს და მასთან დაკავშირებით, არ ვნერვიულობ.

ამიტომაც, დავითაშვილს უკვე მივწერე, რომ მის წონას მკაცრად გავაკონტროლებ. ის ყოველდღე უნდა აიწონოს და მაჩვენებლები ონლაინ-რეჟიმში გამომიგზავნოს.

რამდენიმე დღეში, ყველა ფეხბურთელისთვის ვარჯიშების ერთიან სქემას შევიმუშავებთ, ჯერ კი, იმას ვარკვევთ, ვინ როგორაა.

იგივე ქართველებმა სამშობლოში მხოლოდ გუშინწინ ჩააღწიეს და ეს, ძალიან რთული გზა იყო. ისინი საქართველოში მანქანით ვლადიკავკაზის გავლით მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ სხვა ჩემპიონატების მსგავსად, ამჟამად, რუსული პრემიერლიგაც გაჩერებულია. ქართველი ფეხბურთელების რუბინს 22 ტურის თავზე 23 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები