Thumbnail
  • მაიკლ დიქსონმა ბაჰჩეშეჰირის რიგებში საუკეთესო მატჩი ითამაშა.
  • 30 ქულა 35 წუთში და გამარჯვება ანთალიასთან.

ამ უქმეებზე მაიკლ დიქსონმა თურქეთის რანგით მეორე ლიგა TBL-ში გაიბრწყინა. მისმა ბაჰჩეშეჰირმა ანთალიასფორს 90:74 მოუგო.

35:40 წუთში საქართველოს ნაკრების ლიდერმა 30 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტით (24) ის მეორე იყო გუნდში უმით სონკოლის (12 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი) შემდეგ.

ეს დიქსონის მე-10 თამაში იყო ჩემპიონატში და მან ახალ გუნდში პირადი რეკორდი დაამყარა, აქამდე მისი საუკეთესო მაჩვენებელი 26 ქულა იყო ბაჰჩეშეჰირის შემადგენლობაში. 

ბაჰჩეშეჰირი 16 მოგებით და 10 მარცხით მე-6 პოზიციაზეა. დიქსონის გუნდი 14 მარტს სელჩუკლუს შეხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები