Thumbnail
  • 'მას რომ გვერდში მბაპე და გრიზმანი არ ჰყავდეს, ვნახავდით, რას გააკეთებდა'
  • ბენზემას, უღირსი საქციელის გამო, საფრანგეთის ნაკრებში 2015 წლის შემდეგ არ იძახებენ

მადრიდის რეალის ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ არცთუ კარგი შეფასება მისცა საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს გარჯას, რომელიც გარკვეულწილად, მის კონკურენტადაც მიიჩნევა.

“მოდით, ამ საკითხში ერთხელ და სამუდამოდ გავერკვეთ. მოკლედ გეტყვით: ფორმულა 1-ის მანქანა კარტინგში არ უნდა აურიოთ.

არ მსურს მასზე საუბარი. ხვდებით, რომ ფორმულა 1 მე ვარ.

რაც უნდა ის უქნია, გაიტანოს გოლები, მოიგოს ტურნირები, მას თავისი ადგილი აქვს, მე – ჩემი.

მიიჩნევა, რომ ჟირუ საფრანგეთის ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელია, მაგრამ მას რომ გვერდში მბაპე და გრიზმანი არ ჰყავდეს, ვნახავდით, რას გააკეთებდა.

ჟირუს თამაში სანახაობრივი არაა და განსაკუთრებულსაც არაფერს აკეთებს. ქომაგებს მისი თამაში მოსწონთ? არ ვიცი, როგორც სჩანს, საფრანგეთის ნაკრებისთვის მისი უნარები საკმარისია”.

ცნობისთვის, ქარიმს საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 81 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი, თუმცა, ნაკრებში 2015 წლის მერე არ იძახებენ.

აღნიშნულის მიზეზი ის სკანდალია, რომელიც ბენზემას სახელს უკავშირდება.

იწერებოდა, რომ რეალის თავდამსხმელი ნაკრებში თანაგუნდელ მატიე ვალბუენას ინტიმური სახის ვიდეოთი აშანტაჟებდა, რის გამო ის მკაცრად დასაჯეს.

შედეგად, ბენზემამ გამოტოვა ევრო 2016, სადაც საფრანგეთმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი, რომელიც სწორედ ფრანგების ტრიუმფით დასრულდა.

ჟირუმ მონაწილეობა ორივე ტურნირში მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები