- ჰარუ ბაშო 'თეთრი ფენიქსის' გამარჯვებით დასრულდა
- მონღოლმა ჰაკუჰომ იმპერატორის თასი 44-ედ დაისაკუთრა
ჰარუ ბაშო იოკოძუნების ფინალით დასრულდა. საგაზაფხულო სუპერტურნირის ბოლო დღეს ჰაკუჰო კაკურიუს დაუპირისპირდა და "იმპერატორის თასი" კარიერაში 44-ედ მოიგო.
აღსანიშნავია, რომ "თეთრმა ფენიქსმა" მეტოქეს იორიკირით სძლია და ბაშო 13 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, მარტის ტურნირმა უმაყურებლოდ ჩაიარა.
იაპონიის სუმოს ასოციაცია განახლებულ ბანძუკეს 27 აპრილს გამოაქვეყნებს, მომდევნო ბაშო კი 10-24 მაისს ტოკიოში შედგება.
კომენტარები