Thumbnail
  • 26 წლის ფრანგი ბეტისში გასულ ზაფხულს აღმოჩნდა
  • რეალს მისი დამატება 2020 წლის ზაფხულში სურს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის რეალი ნაბირ ფეკირით დაინტერესდა. "სამეფო კლუბი" რეალ ბეტისის ფეხბურთელის შეძენას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს. მისი შეძენა მადრიდული კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს სურს.

სანამ კორონავირუსის გამო ლა ლიგა შეწყდებოდა, იქამდე ბოლო თამაში რეალ ბეტისმა სწორედ მადრიდის რეალთან გამართა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. ბეტისის მხრიდან ერთ-ერთი გამორჩეული ნაბი ფეკირი იყო. ფლორენტინოს ფრანგის კარგი თამაში არ გამოპარვია და მისით დაინტერესდა.

26 წლის ფეხბურთელი ბეტისს გასულ ზაფხულს ლიონიდან შეუერთდა. შემტევი ნახევარმცველის დამატება 2018 წელს ლივერპულს სურდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ შედგა და ფეკირმა კარიერა ლიგა 1-ში გააგრძელა.

ნაბილ ფეკირმა ლა ლიგაში 22 შეხვედრა გამართა, სადაც თავი 7 გატანილი გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.   

კომენტარები

ბოლო ამბები