Thumbnail

ახალი გამოწვევა - სპორტის ვარსკვლავები კორონავირუსის წინააღმდეგ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

სპორტის ბევრი ცნობილი ვარსკვლავი და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პირები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სოციალური მედიის კამპანიაში ჩაერთნენ.

Safe Hands challenge-ში ჩართული ცნობილი ადამიანები სოციალური ქსელის პირად გვერდზე აქვეყნებენ ვიდეოებს, სადაც ჩანს, თუ როგორ უნდა დავიბანოთ ხელები სწორად და ამით კორონავირუსის გავრცელებას ხელი შევუშალოთ.

ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, ხელების ხშირი და საფუძვლიანი დაბანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია COVID 19-თან საბრძოლველად, რომელმაც მსოფლიოში უკვე 7000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

გამოწვევაში ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოც ჩაერთო, რომლის ვიდეოც ფიფას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ინფანტინო ამბობს, რომ ვირუსი უნდა დავამარცხოთ. იგი ხალხს მოუწოდებს, რომ ვიდეო გაავრცელონ.

გამოწვევაში ბრაზილიელი ფეხბურთელები კაკა და ალისონ ბეკერიც ჩაერთნენ. მათ თანაგუნდელებსა და მეტოქეებს მოუწოდეს, რომ მსგავსი ტიპის ვიდეოები გადაიღონ.

ალისონ ბეკერი: 'მე და ჩემი მეუღლე ბედნიერები ვართ, რომ ვპასუხობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოწვევას და ვუერთდებით მათ. ვიწვევ ტერ შტეგენს, ტიაგო სილვასა და ფილიპე ლუიშს.'

კაკა: 'მზად უნდა ვიყოთ ერთმანეთის მხარდასაჭერად კორონავირუსთან ბრძოლაში. გავაკეთოთ ეს ჩვენი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის და ჩვენი სამყაროსთვის.'

კომენტარები

ბოლო ამბები